სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის
სახელი და გვარი: ირმა მონიავა
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი: მე-8
მოსწავლეების
რაოდენობა: 22
სსსმ მოსწავლე:
არ
არის
სამოდელო გაკვეთილის
ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული .
დრო: 40 წთ. თარიღი: 12.11. 2018 წ.
გაკვეთილის თემა: ატომის მასა,
ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასა.
პრობლემა: შესაძლებელია
თუ არა ატომებისა და მოლეკულების აწონვა.ფარდობითი ატომური მასის არსის გარკვევა. ფარდობითი
მოლეკულური მასის გამოთვლის პრობლემის გადაჭრა. როგორ
შეიძლება გამოვიყენოთ ეს სიდიდეები
პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემის იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების გაანალიზება, მსგავს ახალ
სიტუაციაში უნარების
გამოყენების, აგრეთვე ნიმუშის მიხედვით სწავლის უნარის განვითარება.
ეროვნულ სასწავლო
სტანდარტთან შესაბამისობა:
ქიმ.VIII.7.მოსწავლეს
შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადეკვატურად იყენებს ქიმიური
ელემენტების სიმბოლოებს, ატომთა ვალენტობას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების
ფორმულების შესადგენად;
·
ხსნის ქიმიური გარდაქმნების დროს მასის მუდმივობას რეაქციაში
მონაწილე ატომების უცვლელობით;
·
გამოითვლის სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულურ მასებს
მათ შედგენილობაში შემავალი ელემენტების ატომური მასების ცოდნის გამოყენებით;
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის
განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
·
აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს
მონაცემებს;
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
·
იყენებს
დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს
შორის
დამოკიდებულების
აღსაწერად;
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
შეფასების სახეები: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.ჯგუფური სამუშაოს შეფასების რუბრიკა.(დანართი
1) გაკვეთილზე ჩართულობის შეფასების რუბრიკა (დანართი2),გასასვლელი
ბილეთები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო
რესურსი
|
დრო
|
მისაღწევი
შედეგი
|
1
|
აქტივობა №1 მთელი კლასი
აქტივობის მეთოდი: ვერბალური ახსნა
აქტივობის მიზანი: წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების რუბრიკებს;
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი აღნიშნავს ჟურნალში ვინ არ ესწრება გაკვეთილს და მთელ კლასს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და აქტივობებს, შეფასების საგანს და შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური
ახსნა.
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის
მიზანი და შეფასების რუბრიკე
ბი.
|
3წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილის
მიმდინარეობის ეტაპების გაანალიზებას. გაკვეთილის თემისა და მიზნების გააზრებას.
ეცოდინებათ გაკვეთილის თემა და მიზნები. შეფასების კრიტერიუმები
|
2
|
აქტივობა
№2 მთელი კლასი
აქტივობის
მეთოდი: კითხვა-პასუხი.
აქტივობის
მიზანი: მასწავლებლის მიერ შერჩეული
კითხვების საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ქიმიური ფორმულებსა და სიმბოლოებს.
დასვამენ საკვანძო შეკითხვას.
აქტივობის აღწრა:
თითოელ ჯგუფს ურიგდება ბარათები
რომლებზეც დაწერილია ჟანგბადის, წყალბადის , ქლორის, წყლის, ნახშირმჟავას, გოგირდმჟავას
ქიმიური ფორმულები.მოსწავლეები ასახელებენ ინდექსებსა და კოეფიციენტებს , მათ მნიშვნელობას.
განარჩევენ ატომებისა და მოლეკულებს. მათი დახმარებით გამოკვეთავს პრობლემურ შეკითხვას.
შესაძლებელია თუ არა "ავწონოთ" ატომი?
|
კითხვა- პასუხი
|
მთელი კლასი.
ჯგუფრბი.
|
სახელმძღვანელო. პერიოდული სისტემა.
|
5წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ პრობლემაზე
დაფიქრებას. წინარე ცოდნის გააქტიურებას .
პრობლემის გამოკვეთას და მათი გადაჭრის
გზებზე აზროვნებას.
|
3
|
აქტივობა
N3
მთელი კლასი.
აქტივობის მეთოდი:
ვერბალური ახსნა.
მოსწავლეებს მასწავლებელი შეახსენებს
გაკვეთილის პრობლემურ კითხვას. მიაწოდებს
ინფორმაციას ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასების შესახებ.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო , დაფა ცარცი, პერიოდული
|
8წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია ფარდოფითი ატომური და მოლეკულური
მასების შესახებ.
|
4
|
აქტივობა
№4
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის
მეთოდი
-
უკუკავშირი
(შუქნიშანი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პერიოდული სისტემის გამოყენებით
ზოგიერთი ნივთიერების მოლეკულური მასის გამოთვლას.
აქტივობის
აღწერა
მასწავლებელის მიერ დასმულ შეკითხვებზე მოსწავლეები გასცემენ პასუხს, (დანართი 1) ისინი
გამოთვლიან სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულურ მასას .(N2, O2,
NACI, H2O H3PO4, H2SO4,H2,
F2.) გააკეთებენ პრეზენტაციას.
|
შუქნიშანი. ჯგუფური
|
ჯგუფები
|
ჯგუფური სამუშაოს აღრიცხვის ფურცლები,
დაფა, ცარცი პერიოდული სისტემა.
|
8წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შედეგების გაანალიზებას და დასკვნების გაკეთებას.
|
5
|
აქტივობა №5
აქტივობის
მეთოდი: სიღრმისეული წვდომა.
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეევმა
შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
აქტივობის
აღწერა:მასწავლებელი დავსვამს საკვანძო კითხვას: შესაძლებელია თუ არა მიღებული
ცოდნა ფარდობითი ატომური და მოლეკულური მასების შესახებ გამოვიყენოთ
ყოველდღიურობაში? მოსწავლეებს შეახსენებს კუბისა და კვადრატის მოცულობის გამოსათვლელ
ფორმულებს , აგრეთვე სიმკვრივის გამოსათვლელ
ფორმულას, რომელიც ისწავლეს წინა წელს . მოსწავლეები შეძლებენ საკლასო ოთახის ჰაერის
მასის გამოთვლას და აგრეთვე გამოთვლიან ჰაერში
ჟანგბადის მასურ წილს.
|
პრაქტიკული მეცადინეობა
|
ჯგუფები
|
სახელმძღვანელო , დაფა ცარცი, პერიოდული
|
8წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილის შეჯამებას.
შეძლებენ პრობლემის იდენტიფიცირებას,
მათი გადაჭრის გზების გაანალიზებას, ლოგიკურ მსჯელობას.
შეძლებენ ქიმიის როლის გამოკვეთას პრობლემის გადაჭრაში
|
6
|
აქტივობა №6
აქტივობის
მეთოდი: შეჯამება- გამთლიანება
აქტივობის
მიზანი: გამოიყენონ
მიღებული ცოდნა პრაქტიკაში.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები მირებულ შედეგებს
წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფები
|
ინფორმაციული თაბახის ფურცლები,
მარკერები,
|
6წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შედეგების
გაანალიზებას და დასკვნების გაკეთებას.
|
.7
|
აქტივობა №7 მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: საშინაო
დავალება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მისცემს შესაბამის დავალებას სახელმძღვანელოდან და სამუშაო რვეულიდან.
|
სახელმძღვანელო. სამუშაო რვეული.
|
ჯგუფები
|
2 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ ახალი ინფორმაციის მიღებას,დამუშავებას,ანალიზსდა
დაკვნების გამოტანას.
|
|
8
|
აქტივობა №7 მთელი კლასი -შეჯამება-შეფასება
აქტივობის მიზანი: შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობითა და ჩანაწერების მიხედვით მოსწავლეებს მიეცემათ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს და შეფასების რუბრიკებზე დაყრდნობით შეაფასებს მოსწავლეებს.
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
|
ინდივიდუალურად,
მთელ კლას-
თან
|
შეფასების
რუბრიკები,
გასასვლელი
ბილეთები
|
2წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ უკუკავშირი მასწავლებლისა
გან
|
დანართი 2 კომპონენტი , გაკვეთილზე ჩართულობა - შეფასების
სქემა
ქულები
1-10
|
შეფასების დონეები
|
1-2
|
მოსწავლე
იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის
მსვლელობას. გამოხატავს გაკვეთილის პროცესის მიმართ ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას.
|
3-4
|
მოსწავლე
დამოუკიდებულად არ ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში. იშვიათად იჩენს ინიციატივას.
მასწავლებლის დახმარების გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღავნდება.
|
5-6
|
მოსწავლე
დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში . ცდილობს იყოს აქტიური, მაგრამ მისი
აქტიურობა ქმნის პრობლემებს მაგ: ის ზედმეტად ბევრს საუბრობს, აწყვეტინებს მოსაუბრეებს.
ხანდახან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა ზოგჯერ არ სცემს
პატივს სხვის მუშაობას და სხვა.
|
7-8
|
მონაწილეობს
აქტიურად გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას.
პატივს სცემს სხვების აზრსა და მუშობას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა და ჯგუფურ
მუშაობაში, თუმცა ვერ ამჟღავნებს მაქსიმალურ პროდუქტიულობას, პერიოდული ჩავარდნების
გამო.
|
9-10
|
მუდმივად
მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში
დისკუსიასა თუ პრობლემების გადაჭრაში, ეხმარება
და პატივს სცემს სხვებს . კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასის მიერ
რაიმეს შესწავლისას.
|
თვითშეფასება_ გასავლელი ბილეთები_ კითხვები:
1.რა იყო სიახლე შენთვის გაკვეთილზე?
2.როგორ დაეხმარე შენს გუნდს?
3.როგორ გამოიყენებ გაკვეთილზე
მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში?
დანართი 1
უკუკავშირის კითხვები:
1. ფარდობითი ატომური მასის შემოღება გამოიწვია ატომური
მასების სიმცირემ( სწორია)
2. ფარდობითი
ატომური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ატომის მასა ჟანგბადის ატომის მასის
1/12 ნაწილზე(მცდარია)
3. ფარდობით
ატომურ მასას აქვს გამზომილება(მცდარია)
4. ფარდობითი
მოლეკურური მასა რომ გამოვთვალოთ ატომური მასები უნდა შევკრიბოთ(სწორია)
5.
ფარდობითი ატომური მასების სიდიდეები მოცემულია პერიოდულ სისტემაში(სწორია)
6.
ფარდობითი მოლეკულური მასის სიდიდეები მოცემულია პერიოდულ სისტემაში(მცდარია)
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის
თანაბარი პირობები)
|
2
|
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს
დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: „რა ხდება ელეტროლიტის წყალში გახსნისას“
საგანი/საგნები:
ქიმია-ფიზიკა
მასწავლებლის
სახელი, გვარი: ირმა მონიავა
სწავლების საფეხური/ კლასი: საშუალო
მოსწავლეთა რაოდენობა: 33 მოსწავლე , 1 სსსმ მოსწავლე
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
დრო: 45 წთ. თარიღი: 15. 02. 2019 წ.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ :
Ø ელექტროლიტის წყალში გახსნისას მიმდინარე პროცესების
გაგება-გააზრება;
Ø ელექტროლიტური დისოციაციის პროცესების დახასიათება;
Ø
სითხეებში დისოციაციის შედეგად ელექტრული დენის წარმოქმნის შესახებ
მსჯელობა;
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქიმ. X . 9 .მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელექტროლიტური
დისოციაციის საფუძველზე.
ახასიათებს
ფუძეებს, მჟავებსა და მარილებს ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის თვალსაზრისით.
კვლ. X . 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება
/ მონაცემების აღრიცხვა.
·
იყენებს შესაბამის აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების
წესების დაცვით
·
მოსწავლეები აწარმოებენ დაკვირვებას რა პროცესები წარიმართება სხვადასხვა
ნივთიერებების წყალხსნარებში ელექტრული დენის გატარებისას
კვლ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ფიზ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების
კვლევა
·
მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ლითონში, სითხეში,
აირში.
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
აქტივობა №1 ( 2 წთ )
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის საფუძველზე მოსწავლეები გაეცნონ გაკვეთილის თემას, მიზანს, განსახორციელებელ აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების რუბრიკებს;
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკები.
|
3 წუთი
|
2
|
აქტივობა №2
წინარე ცოდნის გააქტიურება. მასწავლებლის
მიერ შერჩეული კითხვების საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ლითონებსა
და სითხეებში ელექროგამტარობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს.
კითხვები:
-რა არის საჭირო ელექტრული დენის აღძვრისა და არსებობისათვის?
-რატომ ატარებენ ელექტრულ დენს მეტალები?
-რატომ არ ინთება ნათურა როცა წრედი არ არის შეკრული?
-რატომ აინთო ნათურა სადენის ბოლოების ელექტროლიტის
ხსნარში მოთავსების შემდეგ?
-რაარის ელექტროლიტი?
-როგორი ბმის მქონე ნაერთები შეიძლება იყოს ელექტროლიტი
და არაელექროლიტი?
-რა არის კათოდი, ანოდი, კათიონი, ანიონი?
-რატომ არ ატარებენ დენს მშრალი მარილები?
სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი აქტივობა:
1.
რა არის საჭირო რომ
ნათურა აინთოს?
2.
თუ გაატარებს ელექტრულ
დენს წყალი?
|
ინტერაქტიული კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასი
|
ხსნადობის ცხრილი, სახელმძღვანელო, პერიოდულობის სისტემა
|
8
წუთი
|
3
|
აქტივობა №3
მოსწავლეები
დამაზუსტებელი
კითხვებისა და შესაბამისი სქემების დახმარებით შეადგენენ
ელექტროლიტების დისოციაციის ტოლობებს. ააგებენ ასოციაციურ რუკას
კითხვები:
რა ხდება როცა ელექტროლიტებს, მაგალითად სუფრის მარილს
წყალში გავხსნით?
-რატომ არ ხდება დენის გატარება იონური ბმის უხსნადი
ნაერთის წყალხსნარში?
-რატომ არ ატარებს ელექტრულ დენს სუსტი კოვალენტური
ბმის ნაერთების წყალხსნარები?
-გაატარებს თუ არა დენს იონური ნაერთები გალღობილ
მდგომარეობაში?
|
სიღრმისეული წვდომა
კონსტრუქციული დიალოგი,
ასოციაციური რუკის აგება.
|
მთელი კლასი
|
დისოციაციის სქემები, ასოციაციური რუკა,
ხსნადობის
ცხრილი,
დაფა,
ცარცი.
|
8
წუთი
|
4
|
აქტივობა №4
მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იყოფიან ოთხ
ჯგუფად მასწავლებელი შეახსენებს ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის წესებს, მისცემს
ზუსტ ინსტრუქციას „მმმ“ სტრატეგიის მიხედვით .
ჯგუფებს მიეცემათ დავალება კითხვების სახით, ჩატარებული
ექსპერიმენტისა და დასკვნების საფუძველზე წარმოადგენენ შესაბამის „მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობას“.
1-ლი ჯგუფის დავალება: რა ხდება სუფრის მარილის წყალხსნარში
დენის გატარებისას?
მე-2 ჯგუფის დავალება: რა ხდება სოდის წყალხსნარში
დენის გატარებისას?
მე-3 ჯგუფის დავალება: რა ხდება შაქრის წყალხსნარში
დენის გატარებისას?
მე-4 ჯგუფის დავალება: რა ხდება სპირტის წყალხსნარში
დენის გატარებისას?
სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი აქტივობა:
მასწავლებელი თხოვს სსსმ მოსწავლეს
აწარმოოს დაკვირვება და გაარჩიოს ერთმანეთისაგან ლითონის საგნები და არალითონი მაგ. სუფრის მარილი. (დანართი 1)
|
მმმ“ სტრატეგია
|
ჯგუფური
მუშაობა
|
რეაქტივები:სუფრის მარილი, სოდა. სპირტი, შაქარი,
დენის წყარო, გამოხდილი წყალი, ,ჩამრთველი, დისოციაციის აბაზანა, მარკერები, ფლიფჩარტები,
ხსნადობის
ცხრილი.
|
15
წუთი
|
5
|
აქტივობა №5
მოსწავლეებს მიეცემათ 3-3 ნივთიერების ფორმულა და
მასწავლებელი თხოვს ამოიცნონ რომელი კათიონები და ანიონები წარმოიქმნება ამ ნივთიერებების
წყალში გახსნისას.
„შუქნიშნის“ გამოყენებით ხდება პასუხების გაცემა.
(დანართი2)
თუ მოსწავლეები
ეთანხმებიან მსჯელობას ასწევენ მწვანე ნიშნებს, თუ არ ეთანხმებიან, ასწევენ წითელს
ნიშნებს, თუ ბუნდოვანია - ყვითელ ნიშნებს
|
ინტერაქტიული კითხვა-პასუხი.
„ შუქნიშანი“
|
წყვილებში
|
ფერადი ფურცლებისაგან დამზადებული ნიშნები
სახელმძღვანელო.
|
6
წუთი
|
6
|
აქტივობა №6
მასწავლებელმა გააცნობს მოსწავლეებს სახელმძღვანელოსა და სავარჯიშო რვეულში შესასრულებელი
დავალებებს და მისცენს დამაზუსტებელი ინფორმაციას
|
ინსტრუქტაჟი.
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეები ჩაინიშნავენ საშინაო დავალებას:
&.3.7. გვ.105 სავ.1, 3
მოიძიეთ ინფორმაცია სვანტე არენიუსის ბიოგრაფიის შესახებ
|
2
წუთი
|
7
|
აქტივობა №7
მასწავლებელი
გამოიყენებს წინასწარ შემუშავებულ და მოსწავლეთათვის ცნობილ შეფასების რუბრიკას.
მოსცემს მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარს.
( დანართი 3)
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი
შეფასება
|
მთელ კლასი
|
შეფასების რუბრიკა, გასასვლელი ბილეთები
|
3
წუთი
|
ჯგუფური
მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
1
|
ჯგუფის წევრები
უსმენენ ერთმანეთს
|
2
|
ჯგუფის წევრები
თანამშრომლობენ
|
2
|
ჯგუფი პრეზენტაციისას
წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
|
2
|
ჯგუფი პასუხობს
შეკითხვებს
|
2
|
ჯგუფი იცავს დროის
ლიმიტს
|
1
|
დანართი 1
N
|
აქტივობა
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
1
|
ელექტროლიტის ხსნარში მიმდინარე პროცესების გაგება-გააზრება
|
არ შეუძლია ელექტროლიტის წყალხსნარებში მიმდინარე
პროცესების ახსნა.
|
უჭირს ელექტროლიტიასწყალხსნარებში
მიმდინარე პროცესების ახსნა,
მაგრამ ცდის საფუძველზე ანსხვავებს ძლიერ და სუსტ
ელექტროლიტებს.
|
ასახელებს ელექტროლიტებს .ატარებს ცდას და შეუძლია
ცდის შედეგების სისტემატიზირება და სქემის სახით წარმოდეგენა. ასახელებს ელექტოლიტების
გამოყენების სფეროებს.
|
ატარებს შესაბამის ცდებს წერს ცდის შესაბამის იონურ
ტოლობებს. აკეთებს საგანთა შორის კავშირს. მსჯელობს და ასახელებს ელექრლოლიტების გამოყენების სფეროებს.
|
2
|
მსჯელობის უნარი
|
ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ძირითად ცნებებზე, უჭირს
მსჯელობა თითოეული ცნების და მოვლენის შესახებ
|
აყალიბებს ძირითად ცნებებს, მსჯელობს მათ შესახებ,
აყალიბებს აზრს სხვადასხვა მოვლენებზე ზოგიერთ შემთხვევაში
|
მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ, ადეკვატურად უკავშირებს
მოვლენებს ერთმანეთს, მსჯელობა ყოველთვის არ არის დამაჯერებელი და
|
მსჯელობს თითოეული მოვლენის შესახებ, მისი მსჯელობა
მუდმივად ადეკვატურია და არგუმენტირებული. საკითხის გადაწყვეტისას
|
3
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილიმსვლელობაში,
დამოუკიდებლად არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, იშვიათად იჩენს ინიციატივას.
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში,
აქტიურობს, მაგრამ
მასწავლებლის , დახმარების გარეშე მისი ჩართულობა
არ მჟღავნდება.
|
აქტიურად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, უმეტესად
ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას, პატივს სცემს სხვების აზრს, თუმცა ვერ ამჟღავნებს
მაქსიმალურ პროდუქტიულობას
|
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,
ეხმარება და პატივს სცემს სხვებს. კარგად აქვს გაცნობიერებული
საკუთარი როლი კლასის მიერ სხვადასხვა საკითხების შესწავლაში
|
დანათი 2
„ შუქნიშნის“
კითხვები:
_ელექტრული დენის გადაცემა შესაძლებელია
არა მხოლოდ ელექტრონების, არამედ სხვა დამუხტული ნაწილაკების, მაგალითად, იონების საშუალებითაც.
(სწორია)
_ელექტროლიტების წყალში გახსნისას წყლის
დიპოლებით ხდება კრისტალის რღვევა და ელექტროლიტის იონებად დაშლა.(სწორია)
<
No comments:
Post a Comment